მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში

მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში წარმოადგენს არაკომერციულ, არასამეწარმეო ანალიტიკურ-კვლევით ორგანიზაციას, რომლის მიზანია დაიცვას და განამტკიცოს ეკონომიკური და ინდივიდუალური თავისუფლება.

ცენტრი ორიენტირებულია განავითაროს კლასიკური ლიბერალიზმის იდეებზე დაყრდნობილი პოლიტიკა, რომლის მთავარი ფუნდამენტია: კანონის უზენაესობა, თავისუფალი ბაზარი, მცირე და შეზღუდული მთავრობა, ინდივიდუალური თავისუფლება.

მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში არ ეწევა ლობისტურ საქმიანობას, არ უჭერს მხარს რომელიმე პოლიტიკურ კანდიდატს და არ ერევა პოლიტიკურ საქმიანობაში.

მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ან პარტიასთან.

მისია დამფუძნებლები გუნდი მრჩეველთა საბჭო
ეკონომიკური თავისუფლების პოპულარიზაცია საქართველოში, მდგრადი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის.

მისია

ცენტრის მიზანია თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის პოპულარიზაცია, ყოვლისმომცველი ანალიზისა და კვლევის საშუალებით, საქართველოს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში.

პრიორიტეტული მიმართულებები:
  • დერეგულაცია;

  • თავისუფალი ბაზარი და ვაჭრობა;

  • მცირე და შეზღუდული სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში;

  • კანონის უზენაესობა;

  • კერძო საკუთრება;

  • მოქნილი საგადასახადო სისტემა;

როგორ?

კვლევა და ანალიზი

ეკონომიკური საკითხების სრულფასოვანი კვლევა & ანალიზი; ძლიერი სამოქალაქო სექტორის განვითარება ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფისთვის.

სტრატეგიული კომუნიკაციები

ეკონომიკური და ინდივიდუალური თავისუფლების საკითხებზე საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება.

გავლენა ცვლილებებისთვის

კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება საქართველოში.

დამფუძნებლები

Mariam Khokhobaia

Regulatory Affairs and Communications Professional with expertise of policy advice to decision-makers. An extensive experience in advocacy, communications and project management with state actors, international organizations and multinational teams. After graduating from Oxford (LLM-International Trade & Commercial), Mariam was appointed as Deputy Secretary General at the ICC Georgia, the largest business organization in Georgia and worldwide. Mariam is Academy Fellow at Heritage Foundation, as well as SIDA's Fellow, Private Sector Development Programme (Sweden).

m.khokhobaia@thatchergeo.com

მარი ელიაძე

მარი ელიაძის მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობას, რომელიც ორიენტირებული იყო კონფლიქტის მენეჯმენტზე, პოლიტიკის ანალიზზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დარგობრივ კვლევაზე. 2012 წელს მან მიიღო მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან (Christ Church, MSc in Russian and East European Studies) რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობაში და მას შემდეგ ჩართული იყო კვლევით პროექტებში. მისი საკვლევი ორიენტირი მოიცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო ურთიერთობებს, კონფლიქტოლოგიას და უსაფრთხოებას. მარი ელიაძე 2 წიგნი ავტორია (მხატვრული და შემეცნებითი).

m.eliadze@thatchergeo.com

პარტნიორები