საქართველოს ოკუპაციის 100 წელი

2021 წლის 25 თებერვალს, მარგარეტ ტეტჩერის ცენტრმა საქართველოში უმასპინძლა ონლაინ დისკუსიას თემაზე - საქართველოს ოკუპაციის 100 წელი. შეხვედრის მომხსენებელმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ ვრცლად მიმოიხილა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის ისტორიული კონტექსტი და სიღრმისეულად გააანალიზა დღევანდელი ვითარება რუსული ოკუპაციის მიმართულებით.

ონლაინ შეხვედრა ჩატარდა Atlas Network-ის მხარდაჭერით, პროექტის Thatcher Talks ფარგლებში. შეხვედრას მოდერაციას უწევდა მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მარი ელიაძე.