გრაფიკული პოსტერების კონკურსი "გამოხატვის თავისუფლება"

მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში Atlas Network-ის მხარდაჭერით აცხადებს გრაფიკული პოსტერების კონკურსს უფროსკლასელებისთვის თემაზე: "გამოხატვის თავისუფლება."

კონკურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების პოპულარიზაცია და კრეატიული აზროვნების ხელშეწყობა ახალგაზრდა თაობებში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

ქვემოთ მოცემული დავალების შესრულება და ნამუშევრის გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 აპრილის 23:59-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – info@thatchergeo.com.

პოსტერი უნდა იყოს:

  • ფორმატი/ზომა: A3
  • ორიენტაცია: ვერტიკალური (portrait)

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მხოლოდ 1 ნამუშევრის გამოგზავნა ელ-ფოსტაზე: info@thatchergeo.com. ნამუშევარს თანდართული უნდა ჰქონდეს:

  • კონკურსანტის სახელი და გვარი.
  • ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ Poster Contest.

სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან, I ადგილი- 500 ₾, II და III ადგილი- ფასიანი საჩუქრები; 10 საუკეთესო პრინტი კი მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის ვებ-გვრედზე/ფეისბუქ გვერდზე განთავსდება.

გისურვებთ წარმატებას!